LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი უფრო გაამყარებს ლარს ვიდრე ის, რაზეც კობა გვენეტაძე საუბრობს – ჭყონია

52
ipiccy-image

„იმ თანხის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში იხარჯება ბიუროკრატიასა და ეროვნულ ბანკზე, რომ მივცეთ ილონ მასკს და მოლოდინებზე ვასაუბროთ, ის გაცილებით მეტ მოლოდინს შექმნის და გაამყარებს ლარს, ვიდრე ის, რაზეც ჩვენი ძვირფასი კობა გვენეტაძე საუბრობს“, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია საუბრობს. ის არ იზიარებს სებ-ის და მთავრობის მოსაზრებას, რომ ლარის კურსის ბოლოდროინდელ ცვლილებაზე გავლენა მოლოდინებს ჰქონდა.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ქართული ვალუტის არაპროგნოზირებულობაზე აკეთებს აქცენტს, მათ შორის, ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის ჯერ მკვეთრ გამყარებსა და შემდეგ ისევ გაუფაურებაზე. როგორც ჭყონია აღნიშნავს, ლარის მიმართ ბიზნესის და მოსახლეობის ნდობა ძალიან დაბალია.

„ლოგიკურად რომ მივყვეთ მოლოდინი არის, რომ ეკონომიკა გაცოცხლდა და მეტი ტურისტი შემოვა. ასეთი მოლოდინის შემთხვევაში, ძალიან მარტივია, რომ მარაგებს შექმნიან კომპანიები – ანუ, როდესაც მარაგს ქმნი, მეტი პროდუქტის იმპორტი გიწევს, მოთხოვნა არის მაღალი უცხოურ ვალუტაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ შემოსულა ქვეყანაში, ეს უნდა იწვევდეს ლარის გაუფასურებას. ჩვენთან მოხდა პირიქით“, – ამბობს ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები