მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ინოვატორი, ახალი მასშტაბური ქველმოქმედებისთვის მზად არის – ილონ მასკი აცხადებს, რომ თუ 6 მილიარდი დოლარი მსოფლიო შიმშილობის პრობლემას გადაჭრის, მზადაა Tesla-ს აქციებს გაყიდის.
ბიზნესმენი ამის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს.
ტვიტით ის გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას (WFP) მიმართავს და აღნიშნავს, რომ ამ იდეის გახორციელების შემთხვევაში, ორგანიზაციამ ზუსტად, საჯაროდ უნდა წარადგინოს ხარჯთაღრიცხვა:
“თუ მსოფლიო სასურსათო პროგრამა ამ ტვიტში შეძლებ ზუსტად აღწეროს, თუ როგორ გადაჭრის 6 მილიარდი დოლარი მსოფლიო შიმშილს, ახლავე გავყიდი Tesla-ს აქციებს და ამას გავაკეთებ.
მაგრამ ეს უნდა იყოს საჯარო ხარჯთაღრიცხვა, ასე რომ საზოგადოება უნდა ხედავდეს, როგორ იხარჯება ეს თანხა”, – წერს მასკი.
If WFP can describe on this Twitter thread exactly how $6B will solve world hunger, I will sell Tesla stock right now and do it.
— Elon Musk (@elonmusk) October 31, 2021
შეგახსენეთ, მასკის ეს მიმართვა პასუხია მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის დევიდ ბიზლის მოწოდებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ მსოფლიოში შიმშილობის აღმოფხვრას მასკის ქონების სულ რაღაც 2%-ი კმარა.
2021 წლის 7 იანვრის მონაცემებით, მასკის შემოსავალი 185 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მისი ქონება ამ დროისთვის 289 მილიარდი დოლარია.