LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი მოძრავ ავტომობილებს სატელიტური ინტერნეტით აღჭურავს

25
autoradio-news

ამერიკელმა ბიზნესმენმა ილო მასკმა გადაწყვიტა, თავისი ორი წარმატებული პროექტი გააერთიანოს – Tesla-ს ელექტრომობილები და კოსმოსური კომპანია SpaceX, რომელიც თანამგზავრების დახმარებით მთელ პლანეტას ინტერნეტით უზრუნველყოფს. ახალი პროექტი მოძრავ ავტომობილებს ინტერნეტით აღჭურავს და სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს ავტომობილები „ტესლას“ ფირმის იყოს. თუმცა ასეთი მანქანები სპეციალური და საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

2021 წლიდან სერვისი Starlink-ის კომერციული ექსპლუატაცია დაიწყო. პროექტი ორბიტის მიღმა განთავსებული რამდენიმე ათეული კოსმოსური აპარატის დახმარებით ხელმისაწვდომ ინტერნეტს წარმოქმნის. უახლოეს მომავალში კომპანია SpaceX ინტერნეტით აღჭურავს კერძო ავიაციას და როგორც ჩანს, სამომავლოდ მოძრავ ავტომობილებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები