LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი ლას-ვეგასის ქვეშ კიდევ უფრო მეტ გვირაბს გაიყვანს

109
876875657

ლას-ვეგასის ქვეშ ელექტრომობილებისთვის გვირაბების 100 კილომეტრიანი ქსელი აიგება. პროექტის გაფართოების გეგმის შესახებ ილონ მასკმა თავად ისაუბრა და მალევე გაავრცელა რუკა, სადაც დამტკიცებული პროექტია ასახული. გეგმის მიხედვით, გვირაბები საცხოვრებელი კორპუსების ქვეშაც გაივლის და სადგურთა რიცხვი 69-მდე გაიზრდება.

მშენებლობა კომპანიის კერძო ხარჯებით დაიგეგმება და წინასწარი შეფასებით, ერთი სადგურის და მასთან მდებარე გვირაბის ღირებულება 1,5-დან 2 მილიონ დოლარამდე იქნება.

ლას-ვეგასის ქვეშ პირველი სატრანსპორტო სისტემა ჯერ კიდევ 2021 წელს შექმნეს. მაშინ ექსპლუატაციაში ჩაეშვა ორი ცალმხრივი მოძრაობის მქონე გვირაბი და იქ „ტესლას“ ელექტროქარი გაუშვეს. თუმცა, შეპირებული 200 კმ/სთ-ის ნაცვლად, მანქანამ საათში მხოლოდ 60 კმ-ს განვითარება შეძლო, თანაც არა უპილოტო რეჟიმით, არამედ მძღოლთან ერთად. მასკი კი ირწმუნება, რომ როცა ტრასის მშენებლობა დასრულდება, მგზავრთნაკადი საათში 4,4 ათასი ადამიანი იქნება, ელექტროქარები კი ავტონომიურად იმოძრავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები