LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი გეგმავს Tesla Roadster მარსის ორბიტაზე გაუშვას

31

გასულ წელს, დაახლოებით ამ დროს, ილონ მასკი ლოს-ანჯელესში საცობში მოყვა, ამიტომ ტვიტერზე დაწერა, რომ ახალ კომპანიას შექმნიდა, რომელიც გვირაბს გათხრიდა, რომ საერთო სარგებლობის გზებზე სატრანსპორტო ნაკადი განიტვირთოს. ბევრს ეს განცხადება ხუმრობა ეგონა. საზოგადოების დამოკიდებულება მაშინაც კი არ შეცვლილა, როდესაც Boring Company ჩამოაყალიბა. ერთი წლის შემდეგ კი სატესტო გვირაბის გათხრა დაიწყო.

ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენეთ, რომ შაბათს მასკმა კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა. სინამდვილეში ორი ტვიტი იყო, თუმცა მხოლოდ ერთი მათგანი გამოირჩეოდა ორიგინალურობით.

მასკი წერს, რომ თავის ელექტრომობილს მარსის ორბიტაზე გაუშვებს და ის კოსმოსში მილიარდი წელი იქნება, თუკი აფრენისას არ აფეთქდება.

„ტესლა“ კომპანიის პირველი ავტომობილი იქნება, რომელიც მარსის ორბიტაზე გაემართება და არა იმიტომ, რომ ამ ფაქტს რაიმე აზრი აქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს „მაგარია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები