LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი „ფეისბუქს“ თავს ესხმის: წაშალეთ, უსარგებლოა!

338
24563582-0-image-a-4-1581353343866

“ფეისბუქი უნდა წაშალოთ, უსარგებლოა,”- ასეთი კომენტარი დატოვა Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ბრიტანელი კომედიური ჟანრის მსახიობ საშა ბარონ კოენის ტვიტზე. როგორც CNN წერს, მსახიობის ტვიტზე განხილვის თემა იყო, თუ რატომ მიიღო ასობით მილიონ მომხმარებლის ინფორმაციაზე წვდომა სოციალური ქსელის დამფუძნებლმა.

საშა ბარონ კოენი რეგულაციების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ილონ მასკმა კი ყველას მოუწოდა გააუქმონ Facebook ექაუნთები.

ცნობისთვის, ფეისბუქისა და Cambridge Analytica-ს სკანდალის შემდეგ, გამომგონებელმა ილონ მასკმა თავისი, SpaceX-ისა და Tesla-ს ფეისბუქ გვერდები წაშალა. მან ეს გადაწყვეტილება ტვიტერზე მიღებული წერილების შემდეგ მიიღო, რომელშიც მას სთხოვდნენ, რომ #deletefacebook კამპანიისთვის მხარი დაეჭირა.

ფეისბუქი სკანდალში მისი მომხმრებლების ინფორმაციის გაჟონვის გამო გაეხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები