LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი ერთ დღეში თითქმის 9 მილიარდი დოლარით გაღარიბდა

106
BPO01.21.gettyimages-1183851343-2048x2048-1

Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელის, ილონ მასკის ქონება 24 საათში $8,8 მილიარდით შემცირდა. საუბარია 21 დეკემბრის მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც სწორედ ამ დღეს, Tesla-ს აქციებზე ფასი 6,5%-ით დაეცა, რამაც მასკის ქონების მკვეთრი შემცირება განაპირობა. აშშ-ის საფონდო ბაზარზე კომპანიების აქციებზე ფასის ვარდნა, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის ფონზე დაიწყო.

ქონების $8,8 მილიარდით შემცირების გამო, მასკმა მილიარდერთა სიაში მეორე პოზიციიდან მესამე გადაინაცვლა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ერთდღიანი აღმოჩნდა და 23 დეკემბრის მაჩვენებლებით, „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში, მასკი კვლავ მეორე პოზიციაზეა 155 მილიარდი დოლარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები