LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი არ ჩერდება, მისმა ქონებამ უკვე 300 მილიარდს გადააჭარბა

46
elon-musk-getty

„ტესლას“ დამაარსებელი, ილონ მასკი კიდევ უფრო გამდიდრდა და მისმა ქონებამ 300 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, ამერიკელი ბიზნესმენის ქონება ნოემბრის დასაწყისში 13,1 მილიარდით გაიზარდა და მას მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი გაუმყარა.

სპეციალისტთა შეფასებით, მასკის ქონების დიდ ნაწილს, „ტესლას“ აქციები შეადგენს. „ტესლამ“ კი ცოტა ხნის წინ ძალიან შემოსავლიანი კონტრაქტი გააფორმა და საფონდო ბირჟაზე მისი ღირებულებაც მომენტალურად გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილს Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს. ბიზნესმენის ქონება ბოლო პერიოდში 2,8 მილიარდი დოლარით შემცირდა და 193,2 მილიარდი შეადგინა. Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი კი მხოლოდ მეოთხე პოზიციას დასჯერდა. ბილს არც თუ ისე ცუდი წელი აქვს, მისი შემოსავალი 57 მილიონი დოლარით გაიზარდა და 137,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები