LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილიჩოვსკის პორტი დახურულია, იმ პროდუქტის წამოღება, რომელიც უკრაინიდან საქარველოში მოდიოდა, გართულებულია – ივა ჭყონია

89
1497358978-port-ilichevsk-1

დღეს საქართველოს ბაზარზე პანიკური ფონია, უფასურდება ეროვნული ვალუტაც და არ არის გამორიცხული ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდოს, – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე საუბრობს.

ივა ჭყონიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოში არსებული სურსათის მარაგების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან პირველადი მოხმარების პროდუქციის გარკვეული მარაგები არსებობს, თუმცა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები უკრაინა და რუსეთი არიან. დღევანდელი რეალობა კი ასეთია: უკრაინაში, ილიჩოვსკის პორტი დახურულია და პროდუქციის მოწოდებაზე პრობლემები უკვე შეიქმნა.

„რა თქმა უნდა, იმპორტიორები ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე, დრო ჯერ კიდევ აქვთ კომპანიებს და შეძლებენ ახალ მარშრუტზე გადაწყობას, მაგრამ ის პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან მოდიოდა, ამ ეტაპზე მისი წამოღება გართულებულია. მათ შორისაა, ზეთი, ბურღულეული, ნატურალური წვენები. პროდუქციის დიდი ნაწილი იყო რუსეთიდანაც. გამომდინარე იქიდან, რომ რუბლი უფასურდება, დიდი ალბათობით იქაც ფასები გაიზრდება. ეს კი ჩვენს ბაზარზე პირდაპირპროპორციულად, ნეგატიურად აისახება,“ – აცხადებს ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები