LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია ზედგინიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

15

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ილია ზედგინიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

ზედგინიძემ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში განახორციელებს. საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ზედგინიძე შემდეგ მიზნებს ისახავს: ამაღლდეს ეროვნული ნაკრებების და შიდა ჩემპიონატში მოთამაშე გუნდების თამაშის ხარისხი; რაგბი გახდეს მასობრივი და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს სასკოლო და საუნივერსიტეტო რაგბის განვითარებაზე; გაიზარდოს რაგბის პოპულარობა საქართველოში და ეროვნული ნაკრებების პოპულარობა მთელ მსოფლიოში.

“ჩემი მიზანია საკლუბო და სანაკრებო რაგბის განვითარება, ბავშვთა რაგბის განვითარება, ეროვნული ნაკრებებისთვის კონკრეტული მიზნების დასახვა, ასევე სტუდენტური რაგბის განვითარება. ამის მიღწევის მექანიზმებია ის სტრუქტურული ცვლილებები, რომელზეც დღეს ვისაუბრე. ასევე ამისთვის საჭიროა სტაჟირება და პროფესიული კუთხით განვითარება. ასევე ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საკუთარი დაფინანსების შექმნა”, – განაცხადა ზედგინიძემ.

პრეზენტაციას დაესწრნენ მოქმედი და ყოფილი მორაგბეები, ასევე საკრებულოს წევრები და ა.შ.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს გაიმართება. პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატია გოჩა სვანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები