LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორემ ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

103

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„მიიღეთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა მინდელის მაღაროში 16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვას, რათა მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა სავანესა მართალსა დააწესოს ლაშა ფორჩხიძის, ბადრი (ბაჩო) ქარქაშაძის, მიხეილ (მიხო) გამეზარდაშვილის, მურმან ლილუაშვილის უკვდავი სულნი, ხოლო მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ჭირსა შინა მხნეობა,” – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

მინდელის შახტში გუშინ აფეთქება მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. შსს-ს ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები