სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას მორწმუნეებს ხარების დღესასწაული მიულოცა.
“გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში. როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით “გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ “გიხაროდენ“, – ასე იყო ძველად. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი”, – აცხადებს ილია მეორე.