LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

82

არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენების საკითხზე ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის, – ამის შესახებ ილია მეორისა და არჩილ ტატუნაშვილის მშობლების შეხვედრის შემდეგ პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა. ჟვანიას თქმით, ამ წერილის გაგზავნას სატელეფონო საუბრები მოჰყვება.

„არჩილ ტატუნაშვილის მშობლების მხრიდან იყო თხოვნა, რომ საპატრიარქო დაეხმაროს ოჯახს ცხედრის ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებაში.მისმა უწმინდესობამ აღუთქვა, რომ პირად და საქართველოს ეკლესიის ხელთარსებულ ყველა რესურს გამოიყენებს, რომ არჩილის ცხედარი დროულად დაბრუნდეს ოჯახში. უკვე მოგვცა პირველი დავალება მისმა უწმინდესობამ,რომ ოფიციალური წერილი გაიგზავნება რუსეთის პატრიარქის სახელზე და ამას მოჰყვება სატელეფონო ზარებიც“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის მშობლებსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა. ოჯახი პატრიარქთან ერთად საღამოს ლოცვასაც დაესწრო.