LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა – „ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ“

49
სტოლტენბერგი და ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალიანსს ნატოს მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოწვევისთვის, რაც ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებას წარმოადგენს.

„ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატოს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით.“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობას იღებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნატოს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ჯგუფთან: საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით. მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან გამართავს.

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ჯოზეფ ბორელს შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები