LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს შეხვდა

123
fot

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.

ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები