LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილჰამ ალიევმა 634 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 11 საქართველოს მოქალაქეა

64

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით 634 პატიმარი შეიწყალა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეწყალება ასევე შეეხო საქართველოს 11 მოქალაქეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ განკარგულებას გუშინ მოაწერა ხელი, ხოლო მისი აღსრულება დღეს დაიწყო.

შეწყალებულებს შორის უცხო ქვეყნების 39 მოქალაქეა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გარდა, 5 – ჩინეთის, ოთხ-ოთხი რუსეთისა და ირანის, სამ-სამი თურქეთისა და ბანგლადეშის, ორ-ორი თურქმენეთისა და ყაზახეთის და ასევე უზბეკეთის, კამერუნის, ინდოეთის, ავღანეთისა და უკრაინის მოქალაქეები. შეწყალებულებს შორის ასევე 12 ოპოზიციონერია.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი 28 მაისს აღინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები