LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იკანის“ ახალი ხაზი – სამკაულის ქართული ბრენდი ტანსაცმლის კოლექციას ამატებს

472
იკანი (2)

ქართული ბრენდი „იკანი“ სამკაულის შემდეგ მომხმარებელს ტანსაცმლის ხაზს შესთავაზებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სანებლიძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, კომპანია ამ ეტაპზე მაისურებისა და შარვლების იუნისექს კოლექციაზე მუშაობს. გიორგი სანებლიძის თქმით, ყოველდღიური სტილის „ოვერსაიზი“ ტანსაცმელი როგორც ონლაინ, ისე მაღაზიებში გაიყიდება.

„ჩვენი სურვილია, რომ მომხმარებელს ტანსაცმელი და სამკაული ერთ სივრცეში შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია ერთმანეთის შესაფერისი იყოს. ჩვენთან მოსული მომხმარებელი შეარჩევს სამოსს, რომელსაც შესაფერის სამკაულს ადგილზე შეუხამებს და პირიქით. კერვის პროცესი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დასრულდება და ზაფხულში ჩვენს მომხმარებელს ტანსაცმლის კოლექციას შევთავაზებთ“, – ამბობს გიორგი სანებლიძე „ფორტუნასთან“.

ქართული ხელნაკეთი ვერცხლის აქსესუარების ბრენდი “იკანი” საქართველოში უკვე შვიდი წელია არსებობს. კომპანიის მაღაზიები თბილისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. კომპანია რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზეც შევიდა. „იკანის“ იუნისექს სამკაული ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში იყიდება.

ქართული ბრენდის “იკანის” იუნისექს სამკაულები ნიუ-იორკში იყიდება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები