LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგორ კოკოშკოვი სლოვენიის ნაკრების მწვრთნელი გახდა

87

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი სლოვენიის ნაკრების თავკაცად დაინიშნა.

სერბი სპეციალისტი კვლავაც ინარჩუნებს პოსტს NBA-ს კლუბში. კოკოშკოვი “იუტა ჯაზის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად საქართველოს ნაკრებში მუშაობის პარალელურად მუშაობდა.

კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე (2011 წელს) და მას შემდეგ ზედიზედ კიდევ ორჯერ მოიპოვა ევრობასკეტის საგზური – 2013 და 2015 წლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები