LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იგივე, ოჯახი ინგრევა ვთქვათ“, – მეუფე იოანე რუსეთ-უკრაინის ომს „ოჯახის დანგრევას“ ადარებს

73
მეუფე იოანე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი „ოჯახის დანგრევას“ ჰგავს. აღნიშნული განცხადება მიტროპოლიტმა ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გააკეთა.

„იგივე, ოჯახი ინგრევა ვთქვათ, ცოლ-ქმარს შორის რაღაც მოხდა და ახლა რა ქნას იქ… რძალ-დედამთილის პრობლემაა, სიძე-სიმამრის პრობლემაა, შესაძლებელია შერიგება? თუ შესაძლებელია ოჯახი გადარჩეს, ჩვენ გვავიწყდება, რომ ოჯახში ბავშვები არიან, ბავშვების გული სკდება ამით, რომ იქ დედ-მამა ერთმანეთთან ასე არიან, იქ ბებია-ბაბუა ერთი მხრიდან, ბებია-ბაბუა მეორე მხრიდან ერთმანეთთან ასე არიან, ცუდად იხსენებენ, ლანძღავენ და ბავშვი დაბნეულია, ვის მხარეს დადგეს, არ იცის, კი, დედა უყვარს, დედისკენ არის, მაგრამ მამის გარეშეც არ უნდა იყოს და გული იხლიჩება ბავშვების, ასეა აქაც, მშვიდობიანი მოსახლეობა შეიძლება არ იყოს არავის მიმართ ცუდად განწყობილი, გული გახეთქილი აქვთ, ათასობით, მილიონობით ლტოლვილი გარბის თავისი ქვეყნიდან“, – ამბობს მიტროპოლიტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები