LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იგივე ხდება ახლა ჩემს TikTok-ზე…ზოგადად, სირცხვილია ჰეითერობა” – “ოცნების” დეპუტატი

129
BeFunky-collage (7)

“ქართული ოცნების” დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფს “თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებას” ეხმაურება და ჯგუფის წევრებს მიმართავს, რომ  “ჰეითერობა” სირცხვილია.

პაპუაშვილმა ამ ჯგუფიდან აღებული “სქრინი” გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მის Facebook გვერდზე “შემოსევის ბრძანება” ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა გასცა.

“დიდი ჯგუფია. პრონწკი. ყველანი იქ სხედან. ყველა, ვინც გარეთ მშვიდი გამომეტყველებით ადამიანზე, უფლებებზე, დემოკრატიაზე, სტრასბურგებზე და სტანდარტებზე გველაპარაკება. სინამდვილეში, იგივე მშვიდი გამომეტყველებით, მონაწილეობენ კონკრეტული ცოცხალი ადამიანის სამიზნედ ამოღებაში, ჯგუფის წევრების ზიზღით დამუხტვაში, ადამიანზე სიტყვიერი თავდასხმის დაგეგმვაში, დატროლვის ტაქტიკის დალაგებაში, ზომბებივით სოციალური ქსელის პროფილებზე შესევაში და ცოცხალ-მკვდარის ამოტრიალებაში…

სიტყვა “მანიაკი” ისმის ეს ბოლო პერიოდი. რა ვიცი, თუ რამეა მანიაკობა, ალბათ, სწორედ ასეთ ჯგუფებში ადამიანზე თავდასხმის დაგეგმვა, ზომბებივით სხვის პროფილებზე შესევა, ზიზღის დანთხევა და ამით ვირტუალური სიამოვნების მიღებაა. ჰოდა, სიტყვამ მოიტანა და, ძვირფასო მსგავსი ჯგუფის წევრებო, ორგანიზაცია “სირცხვილია” კი გიწევთ ადმინობას, მაგრამ მარტო მაგიტომ არა, ზოგადად, სირცხვილია ჰეითერობა” – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები