იღბლიანმა ქალმა სამსახური მიატოვა და მეორე დღესვე ლატარია მოიგო.
„მაშაბლის“ ინფორმაციით, კოლორადოს შტატში მცხოვრები ქალბატონი ეროვნული ლატარიის დიდი გულშემატკივარია და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბედს მუდმივად ცდიდა. ყოფილი მედდა სამსახურმა ძალიან დაღალა და გადაწყვიტა, რომ შესვენება უნდა აეღო, თუმცა რა უნდა ეკეთებინა ამის შემდეგ, ჯერ არ იცოდა. მან სამსახური დატოვა და სულ რამდენიმე დღეში აღმოაჩინა, რომ ჯეკპოტი მოხსნა და 3,3 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა.
როგორც იღბლიანი გამარჯვებული აცხადებს, ფულს ვალების დასაფარად და სახლის შესაკეთებლად გამოიყენებს.
https://www.instagram.com/p/BQEg3MiD7_L/