3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილ დავით ბერიაშვილს „ცოდნის კაფე“ ემოციურად ემშვიდობება.
შოვის სტიქიის დროს დაღუპულებს შორის დავით ბერიაშვილია
როგორც „ცოდნის კაფის“ მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, პირობას დებენ, რომ დავითის მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ.
„დავით, მადლიერები ვართ რომ ცოდნის კაფეს აშენებაში ეხმარებოდი და ჩვენებურებს შენს ცოდნებს უზიარებდი –
https://tinyurl.com/3jke7yp3
იღბლიანები ვართ, რომ შენი უმაგრესი ხუმრობებით გვახარხარებდი. სარკაზმიც მაგრად გამოგდიოდა. ბოლოსკენ ცოდნის კაფეს მთელ გუნდსაც გვაჯობე დემოკრატიის და კარგი სახელმწიფოებრიობის მოთხოვნაში.
შენი ბოლო ფბ-პოსტიც, რომელსაც უკვე შოვიდან წერდი, შენს ტონალობაში წავიკითხეთ – „ამ მთავრობის პირობებში მთებშიც აღარ დარჩა თავისუფლება“.
მადლიერები ვართ, რომ ქართული მითების მსოფლიოსთვის გაცნობა გადაწყვიტე. გპირდებით, ყველაფერს ვიზამთ შენი დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ შენს მეგობრებთან ერთად.
შენი მონატრებისას და ხსოვნისთვის ხშირად ვითამაშებთ შენს შექმნილ სამაგიდო თამაშს – „ლეგენდას ქართლოსზე“.
https://kartlos.ge/ დავით დროებით, შევხვდებით მეგობარო, მაგრამ მანამდე ძალიან მოგვენატრები!“, – წერია მიმართვაში.
დავით, მადლიერები ვართ რომ ცოდნის კაფეს აშენებაში ეხმარებოდი და ჩვენებურებს შენს ცოდნებს უზიარებდი -…
Posted by ცოდნის კაფე/Knowledge Cafe on ორშაბათი, 07 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ინტენსიურად გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.