LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგეგმება თუ არა სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა – რას აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში

185
BeFunky-collage (33)

სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, რუსთავის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გამოკვლევაზე გადაყვანასთან დაკავშირებით.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს საათებში მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევაზე გადაყვანის გარანტიები სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმმა მიიღო.

“ფორტუნა” სახალხო დამცველის აპარატსაც დაუკავშირდა.

“გარანტიებზე არ არის საუბარი. გუშინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზეც ითქვა, რომ გეგმავდნენ მესამე პრეზიდენტის გამოკვლევაზე გადაყვანას მაგნიტო-რეზონანსული კვლევის ჩასატარებლად”, – განგვიცხადეს ომბუდსმენის აპარატში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ომბუდსმენის ექიმთა კონსილიუმის მომზადებული დასკვნით დგინდება, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც სახალხო დამცველმა გასცა, შესრულებული არ არის. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა.

ლომჯარია: სააკაშვილის მკურნალობის მეთოდოლოგიის მხრივ, არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა – კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის რეკომენდაციები

ნინო ლომჯარიას თქმით, ექიმთა კონსილიუმი მუშაობას არ წყვეტს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებენ, თუმცა მისი თქმით, არსებული ვითარების შეცვლის გარეშე, რეგულარული ვიზიტების საჭიროებას ვერ ხედავენ.

“ნერვული აშლილობა, დეპრესია, სისუსტე” – კონსილიუმის შემაჯამებელი დასკვნა სააკაშვილზე