გადაცემას „სთორი“ „ფორმულას“ ნაცვლად სხვა პლატფორმაზე ვიხილავთ.
ამის შესახებ გადაცემის წამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო, დასვენების დრო ამოიწურა. იგეგმება „სთორი“ ახალ პლატფორმაზე,“ – წერს თათა შარანგია.
ცნობისთვის, თათია შარანგიას გადაცემა „სთორი“ ფორმულას ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ თათიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.