LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”იფქლი” პურის ხაშზე ცხობას იწყებს

121

ქართული პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია ”იფქლი” პურის ხაშზე გამოცხობას იწყებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხატია ოძელაშვილმა განუცხადა, პურის ცხობის აღნიშნული მეთოდის დასანერგად, ”იფქლმა” დანადგარები ევროპიდან ჩამოიტანა.

”კომპანიას თანამედროვე დანადგარების შეძენა საკმაოდ დიდი თანხები დაუჯდა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მომხმარებელზე არ აისახება. ხაშზე ცხობის მეთოდი ”იფქლის” პურ-ფუნთუშეულის გაძვირებას არ გამოიწვევს”, – აღნიშნა ოძელაშვილმა.

მისივე თქმით, ”იფქლი” დანადგარებს მუდმივად აახლებს და შესაბამისად, ეს არის კომპანიის ინვესტიცია საკუთარი ბიზნესისთვის.

რაც შეეხება ხაშზე ცხობის მეთოდს, როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, პურს საქართველოში ოდითგანვე ხაშზე, ანუ დამჟავებული ცომის გამოყენებით აცხობდნენ.

”პურის ხაშზე ცხობის პროცესს დაახლოებით 6 საათი სჭირდება და ის გაცილებით ძვირი უჯდება მეწარმეს, ვიდრე დაჩქარებული პროცესით გამომცხვარი პური, რომლის წარმოებასაც მხოლოდ 2 საათი ეთმობა.

”იფქლი” იქნება ბაზარზე პირველი, რომელიც ამ ტრადიციულ მეთოდს აღადგენს მასიურ წარმოებაში”, – დასძინა ხატია ოძელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები