ჯონი დეპმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, თუ რაში დახარჯავს ყოფილი ცოლისგან, ემბერ ჰერდისგან მიღებულ 1 მილიონ დოლარს. მედიის ცნობით, მსახიობი სასამართლო დავით მიღებული თანხას საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხავს.
როგორც ირკვევა, დეპმა უკვე ორგანიზაციებიც შეარჩია. მსახიობისგან დონაციას 5 სხვადასხვა ფონდი მიიღებს, თითოეული $200 ათასს. ეს გახლავთ ეკოლოგიის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადგილობრივი ამერიკელების მხარდასაჭერი ფონდები.
ცნობისთვის, გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ დეპი-ჰარდის სკანდალური სასამართლო პროცესების შესახებ ფილმს იღებენ. ფილმის, „ცხელი მზერა:დეპი/ჰარდის სასამართლო“ (Hot Take: The Depp/Heard Trial) პირველი „თრეილერი“ უკვე გავრცელდა. დეპისა და ჰარდის როლებს მარკ ჰაპკა და მეგან დევისი ასრულებენ.