LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IFFHS-მა რონალდუ დააჯილდოვა

28

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ IFFHS-მა 2014 წლის საუკეთესო ბომბარდირ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალური ჯილდო გადასცა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი საუკეთესო მეგოლედ შარშან დასახელდა, თუმცა პრიზი ახლა მიიღო.

IFFHS-ი  წლის განმავლობაში საერთაშორისო დონეზე საკლუბო და სანაკრებო გოლებს ითვლის. რონალდუმ ჩემპიონთა ლიგასა და უეფას სუპერთასზე ერთობლივად 15 გოლი გაიტანა, სანაკრებო დონეზე კი 5, ჯამში 20 გატანილი გოლი. პორტუგალიელმა  ნეიმარი (19) და ლიონელ მესი (18) ჩამოიტოვა.