LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IFC ლარში დაკრედიტების მოცულობას გააძლიერებს

99

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტს, ჯორჯინა ბეიქერს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და საქართველოს შორის წარმატებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ივანე მაჭავარიანმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების მხარდაჭერისთვის და სამომავლოდ, თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს ლარიზაციის პროცესს, რისთვისაც გეგმავს ლარში დაკრედიტების მოცულობის გაძლიერებას. შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის, ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებზე.

ცნობისთვის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები