LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იერუსალიმში დღეს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდება

276
1428754720982891

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის ტაძარში დღეს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ დაელოდება.

ტაძარში აღმოსავლეთის სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი იქნება, რომლებიც პოლიციის ესკორტის თანხლებით წმიდა ცეცხლს ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ. სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური დელეგაციები თვითმფრინავებიდან არ ჩამოვლენ, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის მიერ დაწესებული საკარანტინო მოთხოვნები.

სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს საქართველოშიც ჩამოიტანს. ტრადიციულად, თბილისის აეროპორტიდან მას სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შედეგ ჩამოიტანენ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები