LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იემენში ხელნაკეთი ბომბის აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

იემენიი

იემენში ხელნაკეთი ბომბის აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაიჭრა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ელ მოხას ბაზარში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ალ არაბია” ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერება ბაზრობასთან მდებარე პოპულარულ კაფესთან მდგარ მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული.

დაღუპულთა შორის 2 არაბი ჟურნალისტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები