LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იეჰოვას მოწმეებს” რუსეთში საქმიანობა აეკრძალა და ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა

90

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ქვეყნის ტერიტორიაზე მათი საქმიანობა აკრძალა, ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.  

„რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი, „იეჰოვას მოწმეები“ აღიარებულ იქნას როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია, დაიხუროს და აეკრძალოს საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე,“ – განაცხადა მოსამართლე იური ივანენკომ.

ორგანიზაციას შეუძლია გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ეიჰოვას მოწმეები“ არღვევს ანტიექსტრემისტულ კანონს.

„შევისწავლეთ ორგანიზაციის მიერ გამოცემული ბროშურები და სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გამოცემები ჯანმრთელობისთვის საშიშ ინფორმაციას შეიცავს და საფრთხეს წარმოადგენს,“ – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა სვეტლანა ბორისოვამ.

მან, ასევე, გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ავადმყოფ ბავშვს არ გადაუსხეს სისხლი, რადგან პროცედურა მისი მშობლების რელიგიურ შეხედულებას ეწინააღმდეგებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები