ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამიდან, რომელშიც 30 000-მდე ადამიანია ჩართული, 3 500 პირი გამოეთიშა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, ამ პირებს ხელფასთან ერთად სხვა პრივილეგიებიც ჩამოერთვათ.
“სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით დაახლოებით 30 000-მდე ადამიანი უკვე ჩართულია მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოებზე. აქ საკმაოდ კარგი და მკაცრი სისტემა შევიმუშავეთ, რომლითაც დასაქმებულების დასწრებას თუ სამუშაოების შესრულებას ადგილზე ვამოწმებთ. იძულებული ვიყავით, რომ დაახლოებით 3 500 პირი პროგრამიდან გაგვეთიშა და შესაბამისი ხელფასის ჩარიცხვა შეგვეწყვიტა, ასევე მათ ის პრივილეგიაც მოეხსნათ, რომლის მიხედვით 4 წლის განმავლობაში სოცდაუცველი ოჯახების გადამოწმება არ მოხდებოდა”, – განაცხადა მინისტრმა.
80 მლნ ლარია გათვლილი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამაზე – ჯანდაცვის მინისტრი