LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იძულებული ვარ, აღნიშნული დოკუმენტი საჯარო გავხადო” – მანანა არჩვაძე-გამსახურდია პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

213
mananagamsaxurdia

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის თავისი შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს და პრემიერს წერილით მიმართავს. ყოფილი პირველი ლედი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.

“ბატონო გიორგი! ა.წ. 04.05 მოგმართეთ წერილობით, რომელიც ეხება ჩემი შვილის, ცოტნე ზვიადის ძე გამსახურდიას ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობას. ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, გთხოვდით აუდიენციას, რომელიც მოითხოვს სწრაფ რეაგირებას, რაც თქვენი დუმილით დასრულდა. აქედან გამომდინარე, იძულებული ვარ, აღნიშნული დოკუმენტი საჯარო გავხადო, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებს რეაგირებისა და თავისუფალი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას მისცემს”, – წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები