LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იძებნება მამაკაცი, რომელსაც მატარებელში ოქროთი სავსე ჩანთა დარჩა

162
page

მატარებელში ტელეფონი, საფულე, ყურსასმენი თუ სხვა მგსავსი ნივთი ალბათ ბევრ ადამიანს დარჩენია, თუმცა, დიდი რაოდენობით ოქროს დატოვება ნამდვილად უჩვეულო საქციელია. შვეიცარიელმა მამაკაცმა კი ეს შეძლო. მას ტრანსპორტში  3 კილოგრამი ოქრო დარჩა და ამის გამო აქტიურად იძებნება.

ძვირფასი ტვირთის ღირებულება ლამის 200 ათასი დოლარია და ის პოლიციამ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქრომბერში იპოვა.

მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა მფლობელი ჯერ კიდევ არ გამოჩენილა და სამართალდამცავებმა საჯარო განცხადების გაკეთებაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს.

კანონის მიხედვით, ოქროს კიდევ 5 წელი შეინახავენ და შემდეგ ის სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

ხოლო თუ როგორ გადაამოწმებენ ოქროს მფლობელის რეალურობას, ამას პოლიცია არ აზუსტებს და გულმავიწყ უცნობს სასწრაფოდ განყოფილებაში ელოდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები