LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდუმალი და რომანტიკული კირა ნაითლი ELLE-ის გარეკანზე (ფოტო)

705

კირა ნაითლი ჟურნალ ELLE-ის ნოემბრის ნომრის სტუმარია. მსახიობმა გამოცემას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და პირველად ისაუბრა იმ გენდერულ პრობლემებზე, რომელსაც ბოლო დროს წააწყდა. მსახიობი ამტკიცებს, რომ ბოლო ორ ფილზე მუშაობისას მისი ჰონორარი თითქმის ორჯერ ნაკლები იყო მისივე პარტნიორი მამაკაცების ჰონორარზე, რასაც ნაითლი აღმაშფოთებელს უწოდებს. ამბობს, რომ ამ დრომდე ეს პრობლემა არასოდეს წამოუწევია, ახლა კი ამაზე საჯაროდ ლაპარაკი გადაწყვიტა.

რაც შეეხება ახალ ფოტოებს, აქ კირამ რომანტიკული და იდუმალი ქალის იმიჯი მოირგო. ის შავი–თეთრ სამოსში პოზირებს. შავი კაბა თეთრი საყელოთი ბრიტანულ სტილში, ასევე შავი კაბა თეთრი კოპლებით და პირიქით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები