LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“IDS ბორჯომი საქართველო” სრულფასოვნად ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს” – მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის მედიაცია შეთანხმებით დასრულდა

68
ing (6)

“წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ და “IDS ბორჯომი საქართველო” სრულფასოვნად ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შრომითი მედიაცია “IDS ბორჯომი საქართველოს” მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკების პროცესში პირადად ჩაერთო მისი წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.

როგორც პრემიერმა განაცხადა “IDS ბორჯომი საქართველოში” დასაქმებული თითოეული თანამშრომლის უფლების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება. სამედიაციო შეთანხმებას მხარეებმა ხელი ბორჯომში მოაწერეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ბორჯომის“ მენეჯმენტი გარკვეულ დათმობებზე წავა – გაფიცულებმა კი მიიღეს გადაწყვეტილება, არ მიმართონ რადიკალური ზომებს – ლერი ბარნაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები