დღეიდან, ქართული მინერალური წყლების – „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ შეძენა კომპანია IDS ბორჯომის ონლაინ გაყიდვების პლატფორმა – mywatershop.ge-ზე შეგეძლებათ. პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ონლაინ გაყიდვების ხელშეწყობა, რაც პროდუქციის უსაფრთხოდ და მარტივად შეძენის შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამიტომ, კომპანია IDS ბორჯომმა გადაწყვიტა, რომ ონლაინ გაყიდვების მიმართულება კიდევ უფრო გააქტიუროს. კომპანიის ახალი პლატფორმა – mywatershop.ge, დამატებითი, ონლაინ რესურსი იქნება „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ სახლიდან გაუსვლელად შესაძენად.
პროდუქციის მიწოდებას, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, კომპანია IDS ბორჯომი უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე, ონლაინ გაყიდვები მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოხდება, თუმცა, უახლოეს მომავალში მიწოდების არეალის გაფართოება იგეგმება.
კომპანია IDS ბორჯომი თბილისის დირექტორი, გოგა ერაძე: „ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. პანდემიამ, როგორც ბიზნესისთვის ისე მოქალაქეებისთვის, განსხვავებული წესები და რეგულაციები დაადგინა. ჩვენ როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ცხადია, ზედმიწევნით ვიცავთ ყველა არსებულ რეკომენდაციას, რომელიც პროდუქციის უსაფრთხოდ წარმოებას და მიწოდებას უზრუნველყოფს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაწარმოებთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტს – წყალს და სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გავუმარტივოთ მომხმარებელს წყლის შეძენა სახლიდან გაუსვლელად, საბაზრო ფასად.“
ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მიყვებით მითითებებს და მონიშნავთ თქვენთვის სასურველ პროდუქციას, რომელსაც მოთხოვნილ მისამართზე მიიღებთ.
mywatershop.ge-ზე, შეგიძლიათ შეიძინოთ „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ სრული ასორტიმენტი.
მინიმალური შეკვეთის შეძენის შემთხვევაში თქვენთვის სასურველ მისამართზე, პროდუქციას სრულიად უფასოდ მიიღებთ. mywatershop.ge, სხვადასხვა აქციას და სპეციალურ შეთავაზებებს, მომხმარებელს ხშირად შესთავაზებს.