LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდრის ელბა დარწმუნებულია, რომ აღარასოდეს დაქორწინდება

94

იდრის ელბამ, რომლის მონაწილეობითაც სულ მალე ახალი ფილმი, „ბნელი კოშკი“ გამოდის, მონაწილეობა მიიღო ჟურნალ Essence-ის ფოტოსესიაში, ხოლო ინტერვიუს მსვლელობისას პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. მსახიობმა დარწმუნებით განაცხადა, რომ აღარასოდეს დაქორწინდება.

როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ინსტიტუტმა იმედი მას ორჯერ გაუცრუა: 44 წლის მსახიობი დაქორწინებული იყო ვიზაჟისტ ჰანა ნორგრაადზე, როელთანაც ქალიშვილი შეეძინა. 2006 წელს კი მან ადვოკატ სონა ჰემლინზე იქორწინა. ამ კავშირმა მხოლოდ 6 კვირა გასტანა. სამი წლის მანძილზე, იდრისი ნაიანა გარტს ხვდებოდა, რომელთანაც ვაჟი შეეძინა, თუმცა ცოტა ხნის წინ მასაც დაშორდა.

„დავქორწინდები თუ არა ოდესმე? არა მგონია. ქორწინება ჩემი მოწოდება ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ელბამ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები