ჯენიფერ ლოპესი მთელი ცხოვრება სპორტით არის დაკავებული. ბავშვობიდან ის ცეკვავდა, მოგვიანებით კი ფიტნესითაც დაინტერესდა, რაშიც მას ამ სფეროს ცნობილი გურუ, დევიდ კირში ეხმარება. ვარსკვლავის ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ თავად კირშმა ისაუბრა:
„ჯენიფერს არანორმალური დისციპლინა აქვს. თუკი მოხდა ისე, რომ ვარჯიშს აცდენს, შემდეგ ორმაგად მუშაობს. მან იცის საკუთარი სხეულის მოსმენა და ამიტომ არის მისი ვარჯიში ასეთი ეფექტური”.
მისივე თქმით, ვარსკვლავს საკმაოდ ცოტა დრო აქვს სრულფასოვანი ვარჯიშისთვის, ამიტომ მან სპეციალურად მისთვის მოკლე პროგრამა შეადგინა.
კირში აცხადებს, რომ ლოპესის ვარჯიშები მუდმივად განსხვავდება, რათა არ იყოს მოსაწყენი. მომღერალი ბევრ ვარჯიშს თავადაც იგონებს. დევიდი აღიარებს, რომ შედეგის 90% სწორედ ლოპესის დამსახურებაა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი უშედეგო იქნებოდა, რომ არა სწორი კვება: „ჯენიფერი არასოდეს იღებს შაქარს, ალკოჰოლსა და გადამუშავებულ პროდუქტებს. სწორედ ამიტომ, ის მუდმივად შესაშურ ფორმაშია”.