LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდეალური მენიუ იანვრისთვის

136
roasted-mackerel-fish-with-pineapple-for-christmas-table-seafood_75924-24831

ნუტრიციოლოგებმა და დიეტოლოგებმა ისაუბრეს, რა კერძებია უმჯობესი იანვარში.

ზამთრის შუაწელს ყოველდღიურ რაციონში უნდა შევიდეს თევზი, როგორც ომეგა 3-ის წყარო. ის იმუნიტეტს ამაღლებს, ნერვულ სისტემას ამაგრებს და ამცირებს დეპრესიის რისკს. ასევე რეკომენდირებულია თბილი და მსუყე წვნიანის მირთმევა, ისევე როგორც ხილის, თხილისა და თაფლის.

ექსპერტები ამბობენ, რომ D ვიტამინი კალციუმის შემგუებლობას უწყობს ხელს და ინფექციის კონტროლში ეხმარება, მაგრამ მისი შემცველი პროდუქტები ბევრი არ არის და შესაძლოა დანამატები გახდეს საჭირო.

D ვიტამინის წყარო რძეა. ვისაც ლაქტოზის მიუღებლობა აქვს, შეუძლია სოკოთი ჩაანაცვლოს. ასევე კარგია თინუსი, ორაგული, სკუმბრია.

გარდა ამისა, დიეტოლოგები ურჩევენ ზამთრის რაციონში შეიტანოთ სტაფილო, კარტოფილი, ბოლოკი, ისპანახი, გაყინული კენკრა.