მსოფლიოში უამრავი რომანტიკული ადგილია, სადაც მეორე ნახევართან ერთად სტუმრობა ერთ რამედ ღირს. ეს ადგილები განუმეორებელ განწყობას ქმნის და იჯერებ, რომ აქ დრო და სამყარო მხოლოდ ორისთვისაა შექმნილი.
Dedon Island Resort, ფილიპინები
არქიპელაგი 7 ათასზე მეტ კუნძულს მოიცავს. აქ ადგილობრივი კოლორიტი და ჯუნგლების ატმოსფერო შეყვარებულებისთვის ნამდვილ სამოთხეს ქმნის.
Hidden Beach, მექსიკა
ეს საოცარი სანაპირო სამეცნიერო აფეთქებების შედეგია. ამჟამად კუნძული პარკს წარმოადგენს, სადაც მოხვედრა მხოლოდ 15-მეტრიანი გვირაბის გაცურვითაა შესაძლებელი.
სოლონჩაკ უიუნი, ბოლივია
ეს დამშრალი მარილიანი ტბა გაზაფხულზე წყლის თხელი ფენით იფარება და ირგვლივ ყველაფერს სარკესავით ირეკლავს.
სასტუმრო Kakslauttanen, ფინეთი
დიდ ფუმფულა საწოლზე ნებივრობით და ვარსკვლავების ცქერით მართლაც რომ დაუვიწყარ დროს გაატარებთ.
კუნძული ვაადუ, მალდივები
ეს საოცარი ფიტოპლანქტონი რომანტიულ საღამოს დაუვიწყარს გახდის.
მობილური მცურავი სახლი
ამ სახლს მისამართი არ აქვს. ის დაცურავს და თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილზე გადაგიყვანთ.
სატურნიის თერმები, იტალია
წარმოგიდგენიათ იტალიის საკურორტო ქალაქის თერმულ წყაროებში დაქორწინება? ზამთარშიც კი ამ ”ბუნებრივ აბაზანაში” ტემპერატურა 37 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის.
სასტუმრო Lion Sands, სამხრეთ აფრიკა
გარშემო ჯუნგლების ველური ცხოვრება ბობოქრობს და არანაირი ცივილიზაცია, ტურისტები, აუზები, ავტომანქანები – განმარტოებისთვის შესანიშნავია.
პარკ ავენიუ 432, ნიუ-იორკი
ეს ხედია ნიუ-იორკის ცენტრში 400-მეტრიანი ცათამბრჯენიდან.
სასტუმრო Katikies, სანტორინი, საბერძნეთი
ეს თეთრ კლდეზე გაშენებული სასტუმრო ეგეოსის ზღვას დაყურებს.
უბუდი, ბალი, ინდონეზია
კიდევ ერთი მშვიდი ადგილი ცივილიზაციისგან შორს, ვინც სიმყუდროვეს ეძებს.
Dream Beach, კუნძული ჰონგი, ტაილანდი
ოცნების სანაპირო – თეთრი ქვიშა, ზურმუხტოვანი ზღვა, ღიღილოსფერი ცა და ციცაბო კლდეში გამოჭრილი თაღი.
სასტუმრო UFOgel, ნუსდორფი, ავსტრია
პატარა მყუდრო ფუტურისტული სახლი ალპებში გასაოცარი ხედით დათოვლილ კლდეებზე. სუფთა ჰაერი და სეირნობა…
სელიალანდსფოსის ჩანჩქერი, ისლანდია
ეს არც ნახატია და არც ფოტოშოპი, ეს ძალიან ლამაზი და ცნობილი ჩანჩქერია ისლანდიაში. მზის ჩასვლა წყალში აისახება და დიდებულ სანახაობას ქმნის.
სისაიდის სანაპირო, ფლორიდა
თუ მეორე ნახევართან ერთად იდეალურ პლაჟზე გინდათ მოხვდეთ, სწორედ ეს გახლავთ. თბილი ზღვა, რბილი ქვიშა, კაშკაშა მზე… სამოთხის ნაწილია.
ვარდის ხის სახლი, ეკვადორი
თანამედროვე სახლი კლდის უმაღლესი წერტილიდან დაყურებს ხეობას.
სასტუმრო ვერანდით, ჰავაი
მდიდრულ სასტუმროში გაღვიძება, როდესაც იცი, რომ გარეთ სუფთა სანაპირო და რძესავით წყალი გელოდება, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?
სასტუმრო Panchoran Retreat, ბალი
თუ დაიღალეთ ქალაქის ცხოვრებით, საყვარელ ადამიანთან განმარტოებისთვის მშვენიერი ადგილია.
გარგარის ველი, ჩინეთი
წელიწადში ერთხელ, ყვავილობის ჟამს, ეს გარგარის ხეებით გადაპენტილი ფერდობი ვარდისფერი და თეთრი ფერის ზღვად იქცევა.
ჩეზანა-ტორინეზე, იტალია
კიდევ ერთი განმარტოებული ადგილი დათოვლილ იტალიურ ალპებში.