პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
განათლების ახალი მინისტრი – მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის
განათლების ახალი მინისტრის წარდგენის დრო, ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას – შეიცვლება თუ არა ჯანდაცვის მინისტრიც, ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლე რეპლიკით უპასუხა:
„ტყუილია, ტყუილი“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თანამდებობას ტოვებდა და რომ მას პოსტზე თეა წულუკიანი შეცვლიდა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი წარადგინა.