LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იცოდეთ, მთელი საქართველო თქვენ გვერდით არის… დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას ვიზეიმებთ“

136
gaxaria

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშის შემდეგ გამარჯვებას ვიზეიმებთ.

„სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალზე მნიშვნელოვანი თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ რამდენიმე ჩვენი აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან და სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ სტადიონზე ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ვართ მათთან ერთად და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ კი სოციალურ ქსელში „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვა.

„ქართული ფეხბურთის ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი თამაში. გავამხნევოთ ჩვენი ფეხბურთელები, ვუსურვოთ მათ წარმატებები და ვუგულშემატკივროთ. სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სტადიონზე მიმდინარე მატჩს ვერ დაესწრებიან გულშემატკივრები. თუმცა, დღეს ყველაზე მთავარი არის ადამიანების სიცოცხლე, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება და თავშეყრის ადგილები ზრდის ინფიცირების რისკს.

დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ელოდება ამ მატჩს და სახლებიდან გავაგონებთ ბიჭებს ჩვენს ხმას. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მინდა წარმატებები ვისურვო ჩვენს ფეხბურთელებს. იცოდეთ, მთელი საქართველო თქვენ გვერდითაა!“ – აცხადებს კახა კალაძე ვიდეომიმართვაში.

 

დღეს, 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტი შეხვედრა ელის. ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისში, „დინამო-არენაზე“ შეხვდება.

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვის შესაძლებლობა „პირველ არხზე“ გვექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები