მოდის სახლმა Balenciaga-მ 2022 წლის ზამთრის კოლექციის ჩვენება უკრაინელი პოეტის, ალექსანდრე ოლესის ლექსით გახსნა.
“იცოცხლე უკრაინა, იცოცხლე სილამაზისთვის, სიძლიერისთვის, სამართლისა და თავისუფლებისთვის” – ასე ჟღერდა ლექსი ჩვენების დასაწყისში და ბოლოში, როდესაც მოდელები თოვლიან პოდიუმზე გამოდიოდნენ.
ჩვენებაზე მისულ სტუმრებს კი სკამებზე უკრაინის დროშები დაახვედრა.