LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცით, ვინ არის, ვისაც ესენი „ზონდერს“ ეძახიან?! – ხმაური და შეხლა-შემოხლა საკრებულოში

177
BeFunky-collage (2)

საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, კოტე ზარნაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდა.

დაპირისპირება ზარნაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს გიორგი იანტბელიძეს ოპოზიციის ნაწილისგან შეფასება „ზონდერი“ არ ეკუთვნის.

„მეგობრებო, გიორგი იანტბელიძე იცით, ვინ არის, ვისაც ესენი „ზონდერს“ ეძახიან?! გიორგი იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული და ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება. ეს არის მწვრთნელი, ღირსეული ადამიანი“,- განაცხადა კოტე ზარნაძემ.

აღნიშნულის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„ემოციაც არის და ემოციაც. გარკვეული პროტესტის გამოხატვაც მინახავს, მაგრამ ის, რაც ახლა ვნახეთ, ნამდვილად არ ჯდება საკრებულოს წევრის არანაირ ლოგიკაში. ამიტომ, მინდა გთხოვოთ, ირაკლი ეძგვერაძე ახლა არ იმყოფება დარბაზში, სანამ არ დაწყნარდება და არ დამშვიდდება, მოუწოდეთ, არ შემოვიდეს. არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა მიყენებული. შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას კრიტიკული მოსაზრება უთხრას, მაგრამ ქუჩაში არ ვართ“,- განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, საკრებულოში კახა კალაძის ანგარიშის წარდგენის გარდა, დღესვე დაგეგმილია თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის განხილვა.

„ყველა სიძნელე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა თბილისს, უდიდესი ტკივილია“ – კალაძემ წლიური ანგარიში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გახსენებით დაიწყო

კალაძე: გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა მშვიდობა გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძვიან ამ სლოგანს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები