LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცით რატომ გახდა ასეთი პოპულარული უკრაინელი ბიჭი ხმამაღალი ტირილით რომ მიუყვება უცნობ გზას? სინამდვილეში, ეს პატარა ბავშვი ვართ ჩვენ ყველა: დავით გადელია

470
BeFunky-collage (13)

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელსი ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

უკრაინელი ლტოლვილი ბავშვის კადრებს იხსენებს, რომელიც ხელში პარკით და ტირილით კვეთდა საზღვარს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებაც ამ ბავშვის მსგავსად ცხოვრობს.

“იცით რატომ გახდა ასეთი პოპულარული, ლამის ომის სახე პატარა უკრაინელი ბიჭი, ხელში პარკით და ხმამაღალი ტირილით რომ მიუყვება უცნობ გზას? თანაგრძნობა კი ბატონო, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ გახდიდა ამ ვიდეოს ასე პოპულარულს!… სინამდვილეში, ეს პატარა ბავშვი ვართ ჩვენ ყველა! ბავშვობა დამთავრებულნი, მშობლების ბუდიდან გადმოვარდნილ- გადმომხტარნი ასე, მცირედ გამოკრული ბოხჩით მივუყვებით ცხოვრების უცნობ გზას მარტო; გვეშინია, გვეტირება კიდეც! გზად ბევრი კეთილი ადამიანი გვხვდება და გვიყვავებს, პურს მოგვაწვდის- ჩვენც “შემხვედრი კეთილი ადამიანი” უნდა ვიყოთ ვინმესთვის.. ბოროტიც გვხვდება, რომელსაც საგზლად გამოტანებულ ჩვენ მცირე აბგაზე უჭირავს თვალი! ჩავებღაუჭებით ხოლმე ორივე ხელით- ეს ბოხჩა ხომ ნათხოვარია, გზის ბოლოს რომ მივალთ სხვას უნდათ გადავცეთ, შვილებს, მომავალს, ვინც იმ დროს იწყებს ამ გზის გავლას. მცირედი მაინც, რომ გზის დასაწყისში ჰქონდეთ, მერე -კეთილ ადამიანებს რა დალევს ამ გზაზე და თვითონაც უნდა დაეხმაროს სხვას..

…ამ ბავშვის ყურებისას, საკუთარი თავიც გვეცოდება ამ დიდ, უცნობ გზაზე..”, – წერს დავით გადელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები