LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იცით, მე არ ვარ სააკაშვილის ამომრჩეველი, მაგრამ ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება მესამე პრეზიდენტის მიმართ“- ელენე ხოშტარია შიმშილობის მიზეზებს განმარტავს

94
Elene-Khoshtaria-2

პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია მის შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, საქართველოს მოქალაქისა და მესამე პრეზიდენტის მიმართ სადისტური და ცინიკური შურისძიებაა.

„იცით, რომ მე არ წარმოვადგენ მიხეილ სააკაშვილის პარტიას, არ ვარ მისი ამომრჩეველი. უფრო მეტსაც ვიტყვი, არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზიები მის მიმართ. მაგრამ რაც დღეს ხდება, მისი პატიმრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება საქართველოს მოქალაქისა და მესამე პრეზიდენტის მიმართ.

ეს არ ეხება მხოლოდ ერთ პატიმარს. ეს არის სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სახელმწიფოებრივი მშვიდობის საკითხი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნა, ერთი პროცენტითაც კი, აბსოლუტურად დაუშვებელია.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ აქ პარლამენტის შენობაში, ინსტიტუტში, რომელიც, ჩემი აზრით, არ არსებობს და რომელშიც მე არ შემოვსულვარ და არ ვაღიარებ. აი, ამ შენობაში დავიწყო შიმშილობა.  ერთადერთი რასაც მივიღებ, არის წყალი,“ – აცხადებს ელენე ხოშტარია.

როგორც „დროას“ ლიდერი ამბობს, მისი მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა, იმიტომ, რომ სხვა ყველა შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკები არის დიდი.

„როდესაც ექიმები და ის თავად იტყვიან, რომ მის ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე, მაშინ მე შევწყვეტ შიმშილობას. თქვენ ალბათ ადევნებთ თვალყურს ჩვენი კოალიციური ერთობის განცხადებებსა და მოქმედებებს. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და არ ვაპირებთ უკან დახევას. ჩემი ბრძოლის მეთოდი კი ასეთია.

სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გაუქმებული და მიტაცებულია ინსტიტუტები, გვიწევს მსგავსი უკიდურესი ფორმებით ბრძოლა. თუმცა, თუ ეს მსგავსი უკიდურესი ფორმა, შიმშილობა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს,  ეს არის ძალიან ადეკვატური და აუცილებელი,“- დასძენს ელენე ხოშტარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები