LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცავს თუ არა წითელი ღვინო ადამიანს მეხსიერების გაურესებისგან? – გიორგი ღოღობერიძე განმარტავს

409
139529460-212909587153111-72229558834788454-n

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ჩართვების მეშვეობით ხშირად უზიარებს საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს. ამჯერად, ექიმი ღვინის უპირატესობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ წითელი ღვინის ზომიერების ფარგლებში მიღებამ შეიძლება ადამიანი მეხსიერების გაუარესებისგან დაიცვას.

„ალცჰაიმერის დაავადების დროს თავის ტვინი ფაქტობრივად იშლება. თავის ტვინში არსებული ნეირონები იწყებენ ერთმანეთის მიყოლებით კვდომას. ალცჰაიმერის დაავადება იწვევს დემენციას-მეხსიერების განადგურების უმძიმეს ფორმას.

დაავადება იწყება ისე, რომ ასაკში შესულ ადამიანს უძნელდება ბოლოს ნასწავლის გახსენება, ან ახლის დამახსოვრება.

შეიძლება ადამიანს ამ შემთხვევაში არ ჰქონდეს ასაკთან და სტრესთან დაკავშირებული პრობლემები, არამედ ჰქონდეს სწორედ ალცჰაიმერის დაავადება.

ალცჰაიმერის დაავადების შესწავლის ფარგლებში ნახეს, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, სადაც ძალიან გავრცელებულია წითელი ღვინო, ალცჰაიმერის დაავადება ნაკლებად გვხვდებოდა.

ასევე მცირედი კვლევებით დაასკვნეს, რომ როცა ადამიანი მოიხმარდა 1 ჭიქა წითელ ღვინოს, (ქალების შემთხვევაში საუბარი იყო 1 ჭიქაზე, მამაკაცების შემთხვევაში 1-2 ჭიქაზე,) ამ შემთხვევაში ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი ქვეითდებოდა.

წითელი ღვინო შეიცავს ისეთ ნაერთებს, რომლებიც თავის ტვინში ანთებას აქვეითებენ. ამიტომაც არის, რომ ალცჰაიმერის გაჩენის რისკი მცირდება და განვითარებაც ფერხდება.”

ექიმი აღნიშნავს, რომ წითელ ღვინოს სარგებელი ნამდვილად გააჩნია და მისი ზომიერი მიღება დემენციის, მეხსიერების გაუარესების რისკს ამცირებს.

„არ შეიძლება 1-2 ჭიქაზე მეტის მიღება დღე-ღამეში, მსგავს შემთხვევაში წარმოიქმნება ძალიან ბევრი აცეტალდეჰიდი, ღვიძლი კი ვეღარ ასწრებს მის განეიტრალებას.

თუმცა, წითელ ღვინოსთან შედარებით უკეთესია შავი შოკოლადი მიიღო, ის უფრო მეტ სარგებელს შეცავს. ასევე, საჭიროა სოციალური ურთიერთობები, რათა მეხსიერება დიდხანს შეინარჩუნო!“-აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები