LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იბუპროფენი” “Mig 400”-ის ნაცვლად – შესაძლოა, რეცეპტში მხოლოდ გენერიკული სახელის ჩაწერა სავალდებულო გახდეს

736
key-MG-4621-21-e1482046860343-660x330

საქართველოში შესაძლოა მედიკამენტების რეცეპტის სისტემა მხოლოდ ელექტრონული გახდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმები დანიშნულების  ქაღალდზე დაწერილ რეცეპტთან ერთად მის ციფრულ ვერსიასაც მოამზადებენ და სისტემაში ატვირთავენ.

ამასთან, ექიმი შესაძლოა ვალდებული გახდეს, რომ რეცეპტში მიუთითოს მედიკამენტის მხოლოდ “გენერიკული” სახელწოდება და დოზები.

შესაბამისად, აფთიაქარებსაც შეიძლება დაეკისროთ ვალდებულება, მომხმარებელს შესთავაზონ ნებისმიერი წამლის გენერიკული ალტერნატივები.

პარალელურად, მაგალითად, “Mig 400”-ის, ისევე როგორც სხვა მრავალი დასახელების მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა “იბუპროფენი”, შესაბამისად, რეცეპტში სწორედ ეს უკანასკნელი ჩაიწერება.

“მაგალითად, თუკი რეცეპტში იწერება ცეპტრეაქსონი, რაც არაერთი სახელით იყიდება დღეს, მათ შორის არის შვეიცარიული და ეგვიპტური წარმოების 28 ლარის ღირებულების წამალი, ასევე არის ბრიტანული, იტალიური, კვიპროსული და ფრანგული, რომელიც ღირს 8 ლარიდან 14 ლარამდე. თუ ჩვენ მოქალაქეს მივცემთ არჩევანს, რომ ამ ჩამონათვალიდან მიიღოს მისი არჩევანით გადაწყვეტილება, ეს მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს დანახარჯების შემცირებას”, – განუცხადა BMG-ის კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.

ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, რეგულაციების სიმცირით გამოირჩევა – კონკურენციის სააგენტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები