ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელი ვარსკვლავი პაულო დიბალა რიანას 29-ე დაბადების დღეზე გაერთო. ფეხბურთელმა მომღერალს „ბებერი ქალბატონის“ მაისური აჩუქა თავისი ავტოგრაფით, რომელმაც მომღერალში სასიამოვნო ემოციები გამოიწვია.
„მოგონებები მთელი ცხოვრების განმავლობაში. იბრწყინე, როგორც ბრილიანტმა! დაბადების დღეს გილოცავ, რირი!“, – დაწერა პაულომ „ინსტაგრამზე“.
დიბალამ სერია ა-ს წლევანდელ სეზონში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მისცა.
მომღერალ კრის ბრაუნთან დაშორების შემდეგ რიანა ბეისბოლისტ მეტ კემპს ხვდებოდა. ჭორი დადიოდა, რომ ქალი კალათბურთელებს რაშად ლუისს და ჯემ არომ სმიტსაც ხვდებოდა.